4 გზა ჭარბოფლიანობასთან გასამკლავებლად
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეს მოჰყვება? ალბათ ჭარბოფლიანობასთან გამკლავება.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დისკომფორტს ქმნის და სუნი აქვს. მაისურზე ლაქებიც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანა, რომელიც ამ პრობლემას გაამარტივებს.
ამერიკელი ექიმები და მოდის დიზაინერი ოფლისგან შეწუხებულ მოქალაქეებს იმ რჩევებს უზიარებენ, რომლებიც მზით და სიცხით სავსე გარემოში თავის მოხერხებულად დაძვრენის საშუალებას მისცემთ. და კი, ეს რჩევები ყოველდღიურ ჰიგიენასა და დეოდორანტის გამოყენებას სცდება.
1. შეცვალეთ კვების წესი
საკვები პროდუქტი ოფლის გამოყოფის რაოდენობასა და მის სუნზე დიდ გავლენას ახდენს. თუ დისკომფორტის თავიდან არიდება გსურთ, კოფეინსა და ცხარე კერძებს მოერიდეთ.
"კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას იწვევს, რაც თავის მხრივ, ოფლის ჯირკვლებზე ახდენს გავლენას და სხეულს ჭარბი ოფლის გამოყოფაში ეხმარება. ასევეა მწარე საჭმელი, როგორიცაა წიწაკა, ცხარე სოუსები, რომლებიც გამოყოფილი ოფლის ოდენობას ზრდიან", — ამბობს კოსმეტიკური და კლინიკური კვლევების დირექტორი, ექიმი ჯოშულა ზეიხნერი.
თუ გსურთ, რომ სხეულმა ნაკლები ოფლი გამოყოს, მიირთვით წვნიანი ხილი, როგორიცაა საზამთრო და ვაშლი. Murad Skincare-ის დამფუძნებელი დერმატოლოგი და ექიმი ჰოვარდ მურადი ამბობს, რომ ორგანიზმს ასევე ამშვიდებს ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კიტრი.
2. ჩაიცვით მსუბუქი სამოსი
ორგანიზმი ოფლს გამოყოფს მაშინ, როცა ის გადახურებულია და გრილდება. ამიტომ, ჯობს ატაროთ ის ტანსაცმელი, რომელიც "სუნთქავს", ანუ კანს უჰაეროდ არ დატოვებს. მაგალითად ბამბის ნაჭრით შეკერილი სამოსი.
დიზაინერი კრისტიან სირიანო ზაფხულში ღია და ფერადი სამოსის ტარებასაც გვირჩევს. სხვა დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ გამჭვირვალე მაისურებსაც.
3. დაუმეგობრდით სველ ხელსახოცებს
ოფლი ხანდახან მძაფრი სუნისაა, რაც კანზე არსებული ბაქტერიების დამსახურებაა.
მწვავე სუნიანობა ოფლის სხეულზე დიდი ხნით დატოვებას მოსდევს. ზეიხნერის თქმით, სველი ხელსახოცით გაწმენდა და გაშრობა სიტუაციას ბევრად შეამსუბუქებს.
4. მართეთ სტრესი
სტრესული სიტუაციების დროს, ოფლის გამოყოფა იზრდება. ალბათ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ ადამიანი, რომელიც ნერვიულობის ან ბრაზის დროს "ოფლში იწურება".
მურადი ამბობს, რომ მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები სტრესის შემცირებაში გვეხმარება. ის ასევე ქლოროფილის აბებს უწევს რეკომენდაციას — ის ამცირებს იმ მძაფრ სუნს, რომელიც ხანდახან ოფლს მოჰყვება. მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო, ამ სუნს ასევე აქრობს.
ბონუსი: ოფლიანობა ნორმალურია
ოფლის გამოყოფა სხეულის სრულიად ჯანმრთელი პროცესია. ამ გზით ორგანიზმი ცდილობს, რომ მეტისმეტი სიცხისგან გათავისუფლდეს. ეს გადარჩენისთვის აუცილებელი პროცესიცაა.
თუ ნორმაზე ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი ოფლიანობა გაწუხებთ, ეს შესაძლოა ჰიპერჰიდროზის ნიშანი იყოს. ამ დარღვევის დროს ადამიანი ოფლში იწურება მაშინაც კი, როცა არც ცხელა და არც ვარჯიშობს.
როდის და რატომ ირღვევა ჩვენი სხეულის გაგრილების ბუნებრივი მექანიზმი? ჭარბოფლიანობასა და მისი მკურნალობის გზებზე რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
კომენტარები