ფილიპინებში ზღვა კოკაინის შეკვრებს რიყავს
ფილიპინების აღმოსავლეთ სანაპიროზე რამდენიმე თვეა რაც ზღვა დაპრესილი კოკაინის შეკვრებს რიყავს. როგორც BBC წერს, შეკვრების ღირებულება რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
კესონის პროვინციის სანაპიროზე 9 ივლისს შვიდი შეკვრა კოკაინი იპოვეს. პოლიციის ხელმძღვანელმა რამილ მონტილიამ აღნიშნა, რომ ნაპოვნ შეკვრებში თეთრი ნივთიერება შეკრული იყო პლასტიკური ლენტით და ცნობილი გამაგრილებელი სასმლის ეტიკეტი ჰქონდა დაკრული.
პოლიცია ფიქრობს, რომ კოკაინი ავსტრალიისთვის იყო განკუთვნილი, რომლის შავ ბაზარზე ნარკოტიკის დიდი მოთხოვნილებაა. თუმცა ჯერ დაუდგენელია, რატომ ირიყება კოკაინი ფილიპინების აღმოსავლეთ სანაპიროზე.
მაისში მეთევზეებმა 39 შეკვრა კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება ოთხი მილიონი დოლარია. თებერვალში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ოთხ პროვინციაში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების შეფუთული კოკაინი იპოვეს.
აშშ-ს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი სანიო ტრი ამბობს, რომ სანაპიროებზე კოკაინის გამორიყვას რამდენიმე მიზეზი აქვს. მისივე თქმით, ხშირად ნარკომოვაჭრეები დევნისას ნარკოტიკებს ყრიან, რათა კვალი გააქრონ, ხოლო ზღვის დინებას ისინი ფილიპინების სანაპირობდე მიაქვს. გარდა ამისა, ტრი აღნიშნავს, რომ შესაძლოა შეკვრებს ზღვაში შემდეგი გადაცემისთვის სპეციალურად ტოვებენ.
ფილიპინებში ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს გენერალური დირექტორი, აარონ აკვინო ამბობს, რომ, სავარაუდოდ, "მცურავ კოკაინს" ყურადღების გასაფანტად იყენებენ:
"იმ დროს როდესაც სამთავრობო ძალები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ ზღვაში ნარკოტიკების მოსაძებნად, ნარკომოვაჭრეების სინდიკატები, ჩვენი აზრით "შაბუს" კონტრაბანდით არიან დაკავებული".
"შაბუ" ფილიპინებში გავრცელებული მეტამფეტამინია, რომელიც იმაზე უფრო მეტად არის მოთხოვნადი, ვიდრე კოკაინი. მეტამფეტამინის წინააღმდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტენ დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა, რომლის დროსაც ათასობით ნარკომოვაჭრე და მომხმარებელი მოკლეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები