რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ გამოცემა კომერსანტს განუცხადეს.

"თუ სიტუაციის ნორმალიზება მოხდება, რუსუფობია შეწყდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტია იქნება, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი", — აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდა.