Game of Thrones დაახლოებით ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა ალბათ იცით, რომ სერიალის პრიქველის გადაღებები უკვე დაიწყო. მოქმედება ჩვენთვის ნაცნობ მოვლენებამდე 5 000 წლით ადრე ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ნაცნობ პერსონაჟებს ვერ შევხვდებით... გარდა Night King-ისა.

ჯორჯ მარტინი დამატებით დეტალებს გვიზიარებს, რომელიც ახალ სერიალში შეგვხვდება:

1. სტარკების გვარი

სერიალში სტარკები აუცილებლად იქნებიან. სავარაუდოდ მაყურებელი მშენებელ ბრანს გაიცნობს, რომელმაც დიდი კედელი ააშენა და სტარკების სახლი ჩამოაყალიბა.

2. ლანისტერები

წიგნების მიხედვით, ლანისტერების გვარი ჭკვიანმა ლანმა ჩამოაყალიბა. რომელმაც კასტერლის გვარი კასტელი როკის ციხესიმაგრიდან გააძევა. ლეგენდის მიხედვით ის სწორედ ამ პერიოდში ცხოვრობდა

3. გიგანტური მგლები

4. მამონტები

5. თეთრი მოსიარულეები აუცილებლად შეგვხვდებიან. წიგნში მათ სხვებს უწოდებენ

6. ვესტეროსში 100 სამეფო იქნება და არა 7

7. ცნობილი კასტელი როკის ციხესიმაგრე

8. კასტერლიები, რომლთაც ციხესიმაგრე ლანისტერებამდე ეკუთვნოდათ

9. ჯორჯ მარტინმა სერიალის სახელად შემქმნელებს "გრძელი ღამე" შესთავაზა . როგორც ჩანს ეს მისი საყვარელი სახელია

10. თუმცა შესაძლოა "ყველაზე გრძელი ღამე" დაერქვას

11. ახალი სამსახიობო გუნდი

როგორც უკვე ცნობილია სერიალში მონაწილეობას მიიღებენ: ნაომი ვოტსი, ნაომი ეკი, დენის გოუჰი, ჯეიმი კემპბელ ბოუერი, შელია ეთიმი, ივანო ჯერემია, ჯორჯ ჰენლი, ალექს შარპი და ტობი რეგბო.