რუსული ტელეკომპანია დოჟდის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეთერი ქართული ღვინის თანხლებით წაიყვანა. მან რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბა და სიმბოლურად, სოლიდარობის ნიშნად, სტუდიაში ქართული ღვინო დადგა.

გუშინ, 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების წინააღმდეგია და ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო არ გააკეთებდა.

რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური სანქციები აამოქმედოს. გუშინ, 9 ივლისს დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის წინადადებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დუმის დეპუტატი გმობენ საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ რადიკალური ჯგუფების მოქმედებები რუსეთი-საქართველოს ურთიერთობების დეგრადაციას უწყობს ხელს. ამის გამო დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, რომ საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური სანქციები ამოქმედდეს. დოკუმენტს მხარი ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ დაუჭირა.

8 ივლისს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტისა და ქვეყნებს შორის ფული გზავნილებსი აკრძალვას ემხრობიან. ამ შეთავაზებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.