უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი სამხედრო აღლუმი გააუქმა. მან თქვა, რომ იმ თანხას, რომელიც უნდა მოხმარდეს აღლუმს, სამხედროებს გადაურიცხავს.

"მინდა, ჩემი იდეა გაგიზიაროთ. ტრადიციულად, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და სამხედრო აღლუმი იმართება — პომპეზურად და არც საკმაოდ იაფად. ამ წელს ვაპირებ აღლუმის ნაცვლად ფული ჩვენს გმირებს, სამხედროებს ჩავურიცხო", — განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დააკონკრეტა, რომ დაახლოებით 12 მილიონ დოლარს, რომელიც აღლუმზე უნდა დახარჯულიყო, სამხედროებს გადაუნაწილებს.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინა იზეიმებს დამოუკიდებლობის დღეს, განსხვავებული ფორმატით.