ევროპული საქართველოს ლიდერს გიგი უგულავას 20 ივნისის აქციის საქმეზე ხვალ, 10 ივლისს დაკითხავენ. ამის შესახებ ფეისბუქზე უგულავამ დაწერა. ის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

გიგი უგულავას შსს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებს გამოკითხვაზე.