ნეტფლიქსმა მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Stranger Things-ის მესამე სეზონი გამოსვლიდან 4 დღის განმავლობაში 40 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ახალი სეზონის პრემიერა 4 ივლისს შედგა და ნეტფლიქსის მაჩვენებლით, ნახვების ასეთი რაოდენობა რეკორდული შედეგია.

სტატისტიკის მიხედვით, მაყურებლებს ახალი სეზონის მინიმუმ ერთი ეპიზოდის 70% მაინც აქვთ ნანახი. მათი რიცხვი კი ვინც ამ დღეებში ახალი სეზონი მთლიანად ნახა 18.2 მილიონს შეადგენს.