ჰომოფობიური მოძრაობის წევრს, გურამ ფალავანდიშვილს კვლავ არ სჯერა, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"მადლობა ღმერთს, ბილწი პრაიდი არ შედგა", — აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

მისივე თქმით, ის გიორგი გახარიას დაცვას არ აპირებს. რაც შეეხება დეოკუპაციას, ამ მოთხოვნას "სრულად იზიარებს".

ფალავანდიშვილმა დღეს, 9 ივლისს განაცხადა, რომ პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში არ ჩატარებულა და აღნიშნა, რომ "მიზანი შესრულებულია". ამავე თემაზე საუბრისას მან თქვა, რომ დეოკუპაცია და გახარია არ აინტერესებს. წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების ზომების არქონის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღირსების მარში მაინც შედგა.