ლივია ვიქსანა დანიელი ილუსტრატორია, რომელიც საქართველოს მიმართ მხარდაჭერას თავისი შემოქმედებით გამოხატავს.

ლივია თბილისში გამოფენას მართავს, სახელწოდებით — "ახლა საით?". ის აერთიანებს ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების ამსახველ ნამუშევრებს.

ღონისძიება 13-დან 15 ივლისის ჩათვლით უსახელო გალერეაში გაიმართება.

"ჩვენ არ მოგიყვებით იმის შესახებ თუ რა მოხდა 20 ივნისს და მის შემდეგ თბილისში.
უსახელო გალერეა სივრცეს უთმობს ლივია ვიქსნას, რომელმაც თბილისის პროტესტის აღსაწერად შექმნა გრაფიკული ნამუშევრები, რომელიც მისი საქართველოში არ ყოფნიდან გამომდინარე დაფუძნებულია აქციებზე გადაღებული სხვადასხვა ფოტოზე", — ვკითხულობთ ივენთზე.

ნახატი, რომელიც ივენთის ფეისბუქ გვერდზე ჩანს, On.ge-ის ჟურნალისტის ფოტოს ადაპტაციაა.

ფოტო 1: Livija Viksna / ფოტო 2: გვანცა ნემსაძე / On.ge

ლივიას მხარდამჭერი ილუსტრაციის თემებს შორისაა ონლაინ კამპანია "გაატარე შენი ზაფხული საქართველოში".

ამავე თემაზე: