ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ აქცია იმ დრომდე გაიმართება, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ შეხვდებათ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობის დადებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ხელების აწევით დაადასტურეს, რომ აქციაზე ხვალაც მოვლენ.

ამ ჰომოფობიური აქციის გამო დღეს, #სირცხვილია 19.0 პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად რუსთაველის გამზირის სხვა ნაწილში იმართება. ორივე აქციას შორის პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსებია განთავსებული.