სამუელ ელ ჯექსონი ხერხის რიბუთში კრის როკთან ერთად ითამაშებს.

ფილმის წარმოება უკვე დაწყებულია. კრის როკი პოლიციის დეტექტივს თამაშობს, რომელიც სერიულ დანაშაულს იძიებს. სამუელ ელ ჯექსონი დეტექტივის მამას ითამაშებს. მხევლის წიგნის მსახიობი მაქს მინგელა კი დეტექტივის პარტნიორი იქნება. მარისოლ ნიკოლსი კი პოლიციის კაპიტანის როლს მოირგებს.

კომპანია Lionsgate ფილმის დეტალებსა და სიუჟეტს საიდუმლოდ ინახავს, ფრენჩაიზის ფანები კი ძალიან დიდი მოლოდინით ელოდებიან ახალ ისტორიას.

ხერხის პროდიუსერები მარკ ბურგი და ორენ კოულსი ახალი ფილმის წარმოებისთვის ემზადებიან. რეჟისორი კი დარენ ლინ ბოუსმანი იქნება, რომელმაც აქამდე ხერხი 2,3 და 4 გადაიღო.

ახალი ფილმი ფიქციური პერსონის ჯონ კრამერის იგივე Jigsaw-ის გარშემო ვითარდება, მსხვერპლს ისეთ სიტუაციაში აქცევს, რომელიც ტესტავს, თუ რამდენად უნდათ მათ სიცოცხლე. ხერხის რვავე ფილმში Jigsaw-ს რობინ ბელი თამაშობდა. კომპანია Lionsgate-ისთვის ფილმები საკმაოდ მომგებიანი იყო, ჯამში მსოფლიოს მასშტაბით თითქმის $1 მილიარდი შეგროვდა. ყველაზე ბოლო ფილმი 2017 წელს გამოვიდა, რომლის შემოსავალიც $100 მილიონი იყო.

ახალი ხერხის პრემიერა 2020 წლის 23 ოქტომბერს შედგება.