"პასუხისმგებლობა იქნება თქვენზე", — ამ სიტყვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა აქცია #სირცხვილია-ს ორგანიზატორებს, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას ითხოვდნენ.

შსს-ს თანამშრომელმა აქციის ორგანიზატორებს უთხრა, რომ დარჩენილიყვნენ პუშკინის პარკში, რათა აქციები ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული.