პარლამეენტის წინ მიმდინარე და შვი საათზე დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისსტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

"მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

#სირცხვილიას ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ დღეს, 8 ივლისს, 19 საათზე საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით მივიდნენ აქციაზე.

დღეს, 8 ივლისს #სირცხვილია-ს მე-19 დღეს პარლამენტთან ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენელები შეიკრიბნენ და აქციის გამართვა დაიწყეს.