პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. დროშა დრონზეა მიმაგრებული.

"აი, ზუსტად სახე, იმ აქციების სახე, რაც აქ ტარდებოდა. ნახეთ, ლგბტ დროშა, რა დროშას აფრიალებენ", — თქვა სიტყვით გამომსვლელმა აქციაზე.