საქართველოს ავიახაზების, Georgian Airways-ის პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინების გამო რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას "კანონის მთელი სიმკაცრით" დასჯას ითხოვს. გაბუნიას განცხადება გუშინ 7 ივლისს გავრცელდა, თუმცა 20 ივნისს საქართველოში გამართული ანტისაოკუპაციო აქციების გამო, ვლადიმერ პუტინმა Georgian Airways-ს რუსეთში ფრენა აუკრძალა.

"მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი, მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში. ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ", — აღნიშნავს კომპანიის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.