რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინების გამო ჯგუფი Ласковый май საქართველოში გასტროლებზე სამუდამოდ უარს ამბობს. ინფორმაციას ჯგუფის პროდიუსერზე, ანდრეი რაზინზე დაყრდნობით რუსული გამოცემა ტელეპროგრამა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯგუფის პროდიუსერმა გაბუნიას საქციელი დაგმო და სხვა ხელოვანებსაც მოუწოდა, იგივე გააკეთონ და არ დაგეგმონ გასტროლები საქართველოში.

Ласковый май რუსეთში ცნობილი ჯგუფია. ისინი სიმღერის Белые розы შემსრულებლები არიან.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა.