გიორგი გაბუნიას ტექსტი, დიდი ალბათობით, სააკაშვილის დაწერილია — ნინო ბურჯანაძე
ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინება. ბურჯანაძის თქმით, ის, რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა არის "სააკაშვილის მიერ დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია".
"ის, რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში არ იყო არც ემოცია და არც უბრალოდ უზრდელობა. ეს იყო საგანგებოდ დაგეგმილი უმძიმესი პროვოკაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციის უკან დგას სააკაშვილი და ტექსტიც დიდი ალბათობით სააკაშვილის დაწერილია", — თქვა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე თქვა, რომ რუსთავი 2-ის წამყვანმა გადალახა ადამიანური, მორალური, ეროვნული და ტრადიციული ზღვარი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, საზოგადოებას, კულტურასა და ტრადიციებს. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი 7-წლიანი კოჰაბიტაციის შედეგია.
"ამ კოჰაბიტაციის კულმინაციაა ის, რაც გუშინ მოხდა, ამიტომ კეთილი ინებოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და დაიწყოს ამ სპეცოპერაციის საგანგებო გამოძიება იმიტომ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამოძიებულ იქნას, ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან და რა იყო ჩაფიქრებული ამ პროვოკაციით. ეს არის აუცილებელი და ამას თუ არ გააკეთებს, ძვირად დაუჯდება", — თქვა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ვიზიტს, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა: "რუსეთის მხრიდან ასეთი რეაქცია სრულიად არ არის გასაკვირი. ეს არის ადეკვატური რეაგირება, ეს არის მთელი ერის შეურაცხყოფა და არა კონკრეტული ადამიანის. მე გავაგრძელებ ურთიერთობას რუსეთთან, რუს დეპუტატებთან, ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნისა".
პუტინის გინება, რუსთავი 2-ის პოზიცია და გამოხმაურებები
რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა დაუშვებლად მიიჩნია და გაემინჯა, მთავრობის წარმომადგენლებმა კი ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.
კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".
რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.
გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვეს, რომ გაბუნიამ დატოვოს არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.„
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები