კარაპს მედლაინი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ქალბატონებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებას უფასოდ სთავაზობს.

კარაპს მედლაინში ჩატარებული პაპ ტესტის და კოლპოსკოპიის კვლევის შედეგების განხილვას და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაგეგმვას კარაპს მედლაინის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენერი მადონა ჯუღელი უხელმძღვანელებს.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.