პატრიოტთა ალიანსმა სპორტის სასახლეში ყრილობა გამართა, რომელზეც პრორუსული, ანტიდასავლური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი გზავნილები გააჟღერეს. პარტიის ლიდერებმა ტრადიციულად ისაუბრეს სამხედრო მიუმხრობლობისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე.

დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან "საომარი მოქმედებაა" და მოგვარების ერთადერთ გზას ხედავს იმაში, რომ ადა მარშანია გაუშვან მოსკოვში.

"მარშანია არის აფხაზეთში გაზრდილი და დაბადებული აფხაზი. რომელიც იბრძვის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს აფხაზეთი და ეუბნებიან კრემლის აგენტი ხარ, მოღალატე ხარო, ვისი მოღალატეა, ბიჭო? ეს უტვინოები, ვის ღალატობს?" — განაცხადა მან.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუს დეპუტატებს ხვდებოდნენ.