გრინვეი საქართველო კახეთის რეგიონიდან იწყებს საზაფხულო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება საქართველოს სხვადსხვა ქალაქებსა და დაბებში მთელი ზაფხულის განმავლობაში.

დღეს ყვარელის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გრინვეი საქართველოს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

ასევე, გრინვეი საქართველო ზაფხულის კამპანიის ფარგლებში საქართველოს 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები სს გრინვეი საქართველოს სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

გრინვეი საქართველოს პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი Applus, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და გრინვეი მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლნ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

კონკრეტულად კახეთის რეგიონში სს „გრინვეი საქართველო ფლობს“ ორ სერვის ცენტრს ყვარელში და დედოფლისწყაროში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით ერთი მილიონი ლარი და შეიქმა 9 ახალი სამუშაო ადგილი.

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.