გახსოვთ პირველი ვოქმენი? თუ თქვენ აიდიოკასეტების ბუმის შემდგომ პერიოდში დაიბადეთ, დიდი ალბათობით CD პლეერს ფლობდით და კომპაქტ დისკებს უსმენდით, ან სულაც მინიდისკების საკრავი გეგდოთ ჩანთაში. დღესდღეობით ალბათ iPod ან რაიმე მისი მსგავსი მპ3 პლეერი გაქვთ, ან სულად სმარტფონში უსმენთ მუსიკას. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ყველა ჩამოთვლილი საკრავი სწორედ აუდიოკასეტის პლეერიდან, Sony Walkman-დან იღებს სათავეს, რომელიც ბაზარზე 40 წლის წინ ივნისში პირველად გამოჩნდა. თავიდან მხოლოდ აშშ-ში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთშიც შევიდა და მსოფლიო წარმატების მისაღწევად დიდი დრო არ დასჭირვებია.

ვოქმენის მე-40 წლისთავის აღსანიშნავად, სონიმ ტოკიოში გამოფენა გახსნა, რომელსაც "დღე, როდესაც მუსიკამ სიარული ისწავლა" ეწოდება.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია კედელი, რომელიც ვოქმენის განვითარების 40 წლიან ისტორიას პლეერის 230 ვერსიის ფოტოთი აღნიშნავს. დაწყებული ყველაზე ვინტაჟური მოდელებიდან, დამთავრებული მეტად მოდერნული, შედარებოთ ბოლო წლების მოდელებით. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს, თუ როგორ იცვლებოდა დიზაინი, მახასიათებლები და მუსიკალური ფორმატების არჩევანი.

ფოტო: Engadget Japan

ვოქმენმა პერსონალური ტექნოლოგიის ერა შექმნა, მაგრამ ბრენდმა 21-ე საუკუნის გამოწვევებს დიდად ვერ უპასუხა. "ლამაზი დიზაინის მქონე და მარტივად გამოსაყენებელი მოდელი TPS-L2 იყო მოწყობილობა, რომელმაც აუდიოკასეტა სახლის უზარმაზარი მაგნიტოფონებისგან გაათავისუფლა და მუსიკა მართლაც პორტტული გახადა, მაგრამ სონის მიერ წარმოებული პროდუქტების დიდი ნაწილი ჩანაცვლდა ან სახე იცვალა" - წერს ჟურნალ Quartz-ის მთავარი რედაქტორი, მაიკ მერფი.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს მოდელი პოპულარული აღარ არის, როდესაც ჩვენ ყურსასმენებს ვიკეთებთ და ტრანსპორტში ვჯდებით, ვხედავთ, რომ ყველა ჩვენს მსგავსად იქცევა. ამიტომ უნდა ვაღიაროთ — ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ვოქმენმა შექმნა.