სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, ილია სირაბიძემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატს გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამად მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის მიღებას ან მოთხოვნას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.