13 წლის მიშელ პლეტი ამერიკაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც თუ დიდი ბიჭია, უკვე საკუთარ ბიზნესსაც კი უძღვება.

ბიჭი განსაკუთრებული რეცეპტით უგემრიელეს ნამცხვრებს აცხობს და გარდა ამ საქმიანობისა, არც ქველმოქმედება ავიწყდება. ამ საქმით ის 11 წლიდან არის დაკავებული.

საქმე ის არის, რომ მიშელი თითოეული გაყიდული პროდუქტის სანაცვლოდ, ვაშინგტონში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს ეხმარება და უფასოდ ურიგებს ნამცხვრებს.

"ვიცოდი, რომ ჩემთვის სასიამოვნო საქმის კეთებით ბიზნესის გაკეთება აუცილებლად გამომივიდოდა. ასევე ვიცი, რომ ცხოვრებაში ბევრ ადამიანზე მეტად გამიმართლა, ამიტომ მე მათ დახმარებას ვცდილობ", — ამბობს პატარა ბისნესმენი.

ბიჭი იმასაც აღნიშნავს, რომ შეიძლება ნამცხვარს არ შეუძლია შიმშილის გრძნობა მთლიანად გააქროს, თუმცა, რაიმე ტკბილს ყველა იმსახურებს.