საქართველოში ავსტრიის ელჩი, არად ბენკო თბილისიდან ვენაში მანქანით ჩავიდა. ამის შესახებ ელჩი Twitter-ზე წერს და მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

ის თბილისიდან ვენაში თურქეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და უნგრეთის გავლით ჩავიდა და ამისთვის ხუთი დღე დასჭირდა.

"ორი ზღვა, ექვსი დედაქალაქი და ექვსი ვალუტა. ყველა ევროპაშია", — წერს ელჩი.