თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.