პირველად ისტორიაში: მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს
ანტი-აივ პრეპარატები საოცრად დიდ საქმეს აკეთებენ და ვირუსს კონტროლის ქვეშ აქცევენ- ამაზე კამათიც კი არ ღირს. მკურნალობის სწორი კურსის ფონზე ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები ახერხებენ სისხლში აივ ინფექციის რაოდენობრივი მაჩვენებლების იმდენად შემცირებას, რომ იგი თითქმის შეუმჩნეველი ხდება ტესტებისთვის. ასეთ დროს მისი გადაცემის ალბათობა თუნდაც დაუცველი სექსისა ან სისხლის ტრანსფუზიით მინიმუმამდე მცირდება. თუმცა უნდა ითქვას: ესაა ის მაქსიმუმი, რისი შემოთავაზებაც ამ პრეპარატებს შეუძლიათ.
ანტი-რეტროვირუსული წამლები განსაკუთრებით კარგად მუშაობენ იმ ვირუსებზე, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან და ჯანსაღ უჯრედებს აინფიცირებენ. აივ ინფექცია ამგვარად ევოლუციონირდა: ვირუსმა საკუთარი თავის კოპირების მექანიზმი იმდენად კარგად "შეისწავლა", რომ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდგომ შეუძლია იმგვარად მუტაცია, რომ მკურნალობის მიმართ გამძლე ანუ რეზისტენტული გახდეს და კვლავ გამრავლდეს ორგანიზმში.
აივ ვირუსმა ასევე ისწავლა ორგანიზმში დამალვა რთულად მისაგნებ ადგილებში, კერძოდ ლიმფასა და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. როდესაც იმუნური სისტემა ყველაზე მეტად დასუსტდება, სწორედ მაშინ იწყებს ვირუსი ხელახლა გამრავლებას. ამგვარად დაავადებული ადამიანის სხეულში აივ ვირუსი შეგვიძლია დამალულ ნაღმს შევადაროთ, რომელიც წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც კი შესაძლოა უმოქმედოდ იყოს, მაგრამ საკმარისია იმუნურ სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, რომ იგი მაშინვე "აფეთქდება" და მილიონობით თავისი თავის ანალოგ ვირუსს გაავრცელებს ორგანიზმში.
რა თქმა უნდა, აივ ინფექციასთან საბრძოლოდ გაცილებით ეფექტური იქნებოდა ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც მთელი ორგანიზმიდან სრულად გააქრობდა გამომწვევ ვირუსს. თუმცა მკვლევარები აქამდე მსგავსი ტიპის ვაქცინის შექმნას ვერ ახერხებდნენ.
2 ივლისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო ცხოველური ექსპერიმენტის დონეზე პირველად ისტორიაში მასპინძელი გენომიდან აივ ინფექციის სრული გამოდევნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: მეცნიერებმა აივ დაინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს. კვლევა 29 თაგვზე ტარდებოდა. მათ ნაწილს აძლევდნენ ანტი-რეტროვირუსულ პრეპარატებს, რათა აივ ვირუსის ოდენობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო ორგანიზმში და ამის პარალელურად იყენებდნენ გენური რედაქტირების ტექნიკას, რათა ეფექტურად მოეცილებინათ აივ-ის გენები დაინფიცირებული უჯრედებიდან. სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით მსგავსი კომბინირებული მკურნალობის შედეგად თაგვების 30%-ში ვირუსის კვალი საერთოდ ვერ იქნა ნანახი. დაფიქსირდა სრული განკურნება.
"ეს დაკვირვებები პირველი ნაბიჯია, რათა ვთქვათ: აივ- ინფექცია განკურნებადი დაავადებაა" — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, კამელ ხალილიმ. იგი Lewis Katz School of Medicine at Temple University-ში ნეირო-ვირუსოლოგიისა და კომპლექსური ნეირო-შიდს ცენტრების ხელმძღვანელია.
თავდაპირველად, მკვლევარებმა სისხლის მიმოქცევაში ვირუსის აქტიური გამრავლება შეამცირეს მოდიფიცირებული ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების საშუალებით. მოდიფიკაციის პროცესს LASER ART ეწოდება. მეთოდი ექიმმა ჰოვარდ გენდელმანმა შეიმუშავა. იგი ამ კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი და University of Nebraska Medical Center-ის ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
LASER ART-ის საშუალებით ანტი-აივ მედიკამენტი იმგვარად გადაეწყობა, რომ იგი კრისტალურ სტრუქტურას იძენს, რის შემდგომაც ჩაერთვება ცხიმში ხსნად ნაწილაკებში. ეს მას საშუალებას აძლევს გაძვრეს იმ უჯრედის მემბრენაში, სადაც აივ ვირუსს ახასიათებს დამალვა: მაგ. ღვიძლში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში. უჯრედის შიგნით მოხვედრის შემდგომ, ფერმენტები იწყებენ წამლის გამოთავისუფლებას. კრისტალური სტრუქტურა წამალს შედარებით უფრო ნელა გამოყოფს, რაც მას საშუალებას აძლევს დომინანტი ვირუსების დახოცვა განაგრძოს მას შემდეგ, რაც ისინი გამრავლებას დაიწყებენ თვეების დაგვიანებით, ნაცვლად დღეებისა, როგორც ეს ჩვეულებრივი ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებისას ხდებოდა.
მკურნალობის მეორე ნაბიჯი უკვე გენური რედაქტირებაა CRISPR-cas9 მეთოდიკით. ეს აუცილებელია ორგანიზმში მოცირკულირე დაინფიცირებული იმ უჯრედებიდან აივ ვირუსის გენების ამოსაკვეთად, რომელთაც ანტი-აივ პრეპარატებმა ვერაფერი დააკლო.
კამელ ხალილი აივ გენების ამოსაკვეთად CRISPR მეთოდიკას ადრეც იყენებდა. მაშინ იგი ადამიანის უჯრედებზე და ლაბორატორიულ ცხოველებზე ატარებდა ექსპერიმენტებს. თუმცა, მხოლოდ გენური რედაქტირება საკმარისი არ აღმოჩნდა. აივ ვირუსი საკუთარ თავს ისეთი მაღალი სიხშირით ამრავლებს, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით ყველა უჯრედის გენომის დარედაქტირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კვლევაშიც თაგვების ნაწილს მხოლოდ CRISPR მეთოდიკით და ნაწილს მხოლოდ LASER ART მეთოდიკით მკურნალობდნენ. ორივე შემთხვევაში კვლევის მეხუთედან მერვე კვირამდე აივ ინფექცია კვლავ თავს იჩენდა. თაგვების აივ-ინფექციისგან სრული განკურნება მხოლოდ ორივე მეთოდიკის კომბინაციით მოხერხდა
"წლების განმავლობაში ჩვენ აივ-ს როგორც ინფექციურ დაავადებას ისე განვიხილავდით. როგორც კი ვირუსი უჯრედში ხვდება, აივ-ი მაშინვე გენეტიკურ დაავადებად გადაიქცევა, რადგანაც ვირუსული გენომი მასპინძლის გენომში ერთვება. იმისათვის, რომ განვკურნოთ დაავადება, ჩვენ გვესაჭიროება გენეტიკური სტრატეგია. გენური რედაქტირება საშუალებას გვაძლევს ვირუსული დნმ მასპინძლის ქრომოსომებს გენომის დაზიანების გარეშე მოვაცილოთ" — აღნიშნავს ექიმი კამელ ხალილი.
CRISPR-cas9 ტექნოლოგია საოცრად ფაქიზი გამოდგა ცხოველურ ექსპერიმენტებში. იგი აივ გენებს მასპინძლის დნმ-ს ამ უკანასკნელის დაუზიანებლად აცილებდა. მკვლევარებმა იგივე მეთოდოლოგიით იმუშავეს იმუნურ უჯრედებზე, რომელთაც აივ ვირუსი ყველაზე ხშირად ირჩევს მასპინძელ უჯრედებად. მათი LASER ART და CRISPR ტექნოლოგიით დამუშავების შემდგომ, ეს იმუნური უჯრედები გადანერგეს ჯანმრთელი თაგვების ორგანიზმში, რათა ენახათ, განვითარდებოდა თუ არა აივ- ინფექცია. დაინფიცირების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირდა.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. მეტად სასიამოვნოს იმის ხილვა, რომ ჩვენმა შემუშავებულმა ტექნოლოგიამ ცხოველებში შეძლო, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, სტერილიზაციური განკურნება და ვირუსის ელიმინაცია" — აღნიშნა ექიმმა ხალილიმ.
მკვლევართა ჯგუფი აღნიშნულ თერაპიას უკვე ტესტავს პრიმატებზე, კონკრეტულად მაკაკებზე. მათ იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერებს კვლევის ადამიანებზე გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
კომენტარები