ნეტფლიქსის სუპერპოპულარული სერიალი Stranger Things მესამე სეზონით სტრიმინ პლატფორმაზე დაბრუნდა. ამის პარალელურად კი, ამერიკელ ფანებს დიდი ბიზნესები სიურპრიზებს სთავაზობენ.

პირველი ბურგერ კინგი იყო, რომელმაც ამოტრიალებული ბურგერები გამოუშვა, შემდეგ კი სეულში გაიხსნა თემატური სახლი. ახლა კი, კალიფორნიის ქალაქ ბარბენკში ნაყინის მაღაზია Scoops Ahoy გაიხსნა.

სკუპს აჰოის შესახებ, პირველად 2018 წლის ივლისში გავიგეთ, როცა სერიალის პირველი ტიზერი გამოვიდა. ამ დროიდან უკვე ვიცით, რომ 1985 წლის ზაფხულის ჰოუკინსში, ახალი სავაჭრო ცენტრი დაგვხვდება, რომლის ერთ-ერთ მაღაზიაშიც სტივი ნაყინებს ყიდის, აქვე ვიცნობთ ახალ პერსონაჟ რობინსაც, რომლის როლსაც უმა თურმანის შვილი, მაია ჰოუკი ასრულებს.

რეალურ კალიფორნიაში კი, მაღაზიას Baskin-Robbins ერქვა, თუმცა ის 14 ივლისის ჩათვლით სკუპს აჰოის ასლად იქცევა და ვიზიტორებს თავს უცნაური ამბების სამყაროში აგრძნობინებს. ინტერიერის ცვლილებების გარდა, 10 დღის განმავლობაში, მაღაზიაში მომსახურე პერსონალიც სტივის და რობინის გმირების მსგავსად გამოეწყობიან და 80-იანი წლების სტილის ნაყინის შეძენის მსურველებს გრიმით გახვდებიან.

როგორც ბასკინ რობინსის დირექტორმა ჰოლივუდ რეპორტერს უთხრა, უფლების ყიდვის პარალელურად, შოუს შემქნელებმა, მეთ და როს დაფერებმა წარმომდგენლობას მესამე სეზონის სცენარი წასაკითხად მისცა, თუმცა მხოლოდ 3 საათით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. სრული სიუჟეტის შესახებ არცერთ მათგანს არ სცოდნია. ამის გარდა, რესტორნის თანამშრომლები ექსკლუზიურად დაუშვეს გადასაღებ მოედანზე, რომ ივლისში ბანბერკში გაცოცხლებული რესტორანში ბუნებრივი გარემო შეექმნათ.

ასე გამოიყურება სერიალიდან კალიფორნიაში გადმოსული სკუპს აჰოი.

ფოტო: Danielle Directo-Meston

ფოტო: Danielle Directo-Meston

ფოტო: Danielle Directo-Meston