მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატის ნუკრი ქანთარიას თქმით, ბუნებრივია, 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა. ამის შესახებ მან მთავარის პრესკლუბში ბრიფინგზე განაცხადა. ქანთარია განმარტავს, რომ ეს მისი ვარაუდია და არაფერს შესწრებია:

"შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. შემდეგ როდესაც იძულებული გახდნენ, მასთან მივიდოდნენ. ორი საათის განმავლობაში იტაცებენ მის კოლეგებს, არის შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა, ესენი ითმენენ და უკვე თხელდება კორდონი. ბუნებრივია, გასცემდა დასტურს გახარია და ისინი გადავიდნენ შეტევაზე".

20 ივნისის ღამეს შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მიინისტრის გიორგი გახარიას გადაგომის მოთხოვნით.

ამავე თემაზე: