ძირითადი აქცენტები პაპი ფრანცისკეს სიტყვიდან
რომის პაპი ფრანცისკე დღეს საქართველოში პირველად ჩამოვიდა. მას აეროპორტში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დახვდნენ.
პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რომის პაპი 300-მდე სტუმრის წინაშე სიტყვით წარსდგა.
გთავაზობთ იმ ძირითად აქცენტებს, რომლებზეც პაპმა თავის სიტყვაში გაამახვილა ყურადღება.
ქრისტიანობის როლი საქართველოში
"მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს რომ შესაძლებლობა მომცა ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციის შეხვედრათა და საციცოცხლო ურთიერთობის გაცვლის ადგილს, რომელმაც მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული ქრისტიანობაში პოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი.
როგორც წმინდა იოანე პავლე მეორემ თქვენს ქვეყანაში სტუმრობისას განაცხადა, ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა".
დემოკრატიული ინსტიტუტების შენება
"25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ამ პერიოდის მანძილზე მოპოვებული თავისუფლების ფარგლებში, საქართველომ მოახერხა აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები.
ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება"
საზოგადოების როლი სამართლიან გარემოში
"გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნის სტაბილურს, სამართლიანს და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასთვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას".
კონფლიქტური რეგიონები საქართველოში
"ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სტაბილური და სამართლიანი ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ მოწესრიგებულ მშვიდობიან თანაარსებობას უნდა ემსახურებოდეს".
ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა
"ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობა აქვს, ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა, საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანისთვის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში".
განსხვავებულობების სარგებელი საზოგადოებაში
"ნებისმიერი განსხვავებულობა, ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური, უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გაზრდის საბაბად, არამედ სავსებით შესაძლებელია ის იქცეს ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ, საამისოდ კი ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება".
ძალადობრივი ექსტრემიზმი
"ზომიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომელიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რამეთუ გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი".
რომის პაპი თბილისიდან ბაქოში 2 ოქტომბერს გაემგზავრება. დღეს და ხვალ პაპის მონაწილეობით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. რომის პაპი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა და ილია მეორემ მოიწვია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები