საქართველოში ევროკავშირის მისია რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უარყოფიად აფასებს და ამბობს, რომ ამ პროცესებს "ნეგატიური ეფექტი აქვს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე".

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ "რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ უსამართლო და არაპროპორციულია".

"დამატებით, ენგურის ხიდის ჩაკეტვა გავლენას ახდენს თავისუფალ გადაადგულებაზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.აკრძალვა უნდა მოიხსნას დამატებითი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტიანად დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.