20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.

ტურნირის ორგანიზატორებმა, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის ქართველი ტოჩინოშინი — ლევან გორგაძე ჩართეს, რომლის ქანდაკებაც რაგბის ბურთით ხელში იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა. ქანდაკებას ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.

ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო