მზის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოვლენაა, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება ნახოთ და ის დედამიწასა და მზეს შორის მთვარის მოქცევას, ანუ ამ სამი ობიექტის ერთ ხაზზე განლაგებას გულისხმობს.

თავის მხრივ მზის დაბნელების ოთხი ტიპი არსებობს — სრული, როდესაც მთვარე სრულიად აბნელებს მზეს; რგოლისებრი, როცა მთვარის ხილული ზომა მზისაზე პატარა მოჩანს და იქმნება მანათობელი წრე; ჰიბრიდული, რაც ნაწილობრივ მზის სრულ და რგოლისებრ დაბნელებასაც გულისხმობს და ნაწილობრივი, როდესაც, მთვარის სილუეტი ნაწილობრივ აბნელებს მზეს და იქმნება ნამგალისებრი ფორმა.

სულ ახლახანს, 2 ივლისს კი სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მომსწრე გახდნენ. კონტინენტის სხვადასხვა წერტილიდან ინტერნეტში ადგილობრივებისა და სპეციალურად ამ მოვლენის სანახავად ჩასული ადამიანების გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოებიც გავრცელდა.

ეს ფოტო არგენტინაში, მზის სრულ დაბნელებამდე არის გადაღებული

და აი, დაიწყო!

ფოტო გადაღებულია ლა-სილიის ობსერვატორიიდან, რომელიც ჩილეში მდებარეობს

სრულიად სხვა ხედი ჩილედან

სრულ დაბნელებამდე მზემ ბოლოჯერ გამოანათა

და აი ისიც, მზის სრული დაბნელება!