როდესაც Breaking Bad-ის ფილმზე მითქმა-მოთქმა დაიწყო, უამრავი კითხვა გაჩნდა, თუ როგორ დაამთავრებდა ფილმი შესანიშნავ სერიალს. როგორც ვიცით, ფილმი სერიალის სიუჟეტის გაგრძელება იქნება. სიქველში ისტორია ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აარონ პოლს საკუთარი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლში კვლავ ვიხილავთ.

ფილმის გადაღება 2020 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის ფილმის დეტალები უცნობია და რა თქმა უნდა, ყველაფრის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. სერიალის მთავარი პერსონაჟების შემსრულებლები ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი ამ ყველაფრით ბოროტად სარგებლობენ, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და სოციალურ მედიაში სპეკულაციურ პოსტებს აქვეყნებენ.

View this post on Instagram

Even sooner

A post shared by Bryan Cranston (@bryancranston) on

ცოტა ხნის წინ ორივემ თავთავიანთ გვერდებზე ერთი და იგივე ფოტო ერთდროულად ატვირთეს, რომელსაც ორივეგან ერთი კომენტარი ჰქონდა — "კიდევ უფრო მალე".