რომის პაპი ფრანცისკე რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით წარსდგა და საქართველოს მიერ მის დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა:

"25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ამ პერიოდის მანძილზე მოპოვებული თავისუფლების ფარგლებში, საქართველომ მოახერხა აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები.

ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება".

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს დღეს ესტუმრა და ის თბილისიდან ბაქოში 2 ოქტომბერს გაემგზავრება. პაპი ფრანცისკე დღეს პირისპირ შეხვდება ილია მეორესაც.

ამავე თემაზე:

ძირითადი აქცენტები პაპი ფრანცისკეს სიტყვიდან