რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები საუკუნეებია არსებობს და პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქარველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა. მან ასევე აღნიშნა ვატიკანის თანადგომის შესახებ საქართველოს მიმართ:

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის ასევე განსაცდელის პირობებშიც. მათ შორის 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს".

გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო და ვატიკანი დიპლომატური ურთიერთობების 25 წელს იზეიმებს.