ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს დაამარცხებს
ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინაციამ მკვეთრად შეამცირა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და კიბოს წინარე დაზიანებებს შემთხვევები ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებში. სწორედაც ეს ვაქცინები შეძლებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას- აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოქვეყნდა ჟურნალში The Lancet
ვაქცინები საოცრად ეფექტურია: საკმარისია მათი გამოყენება ახალგაზრდა გოგონებში, რომ მათი აუცრელი პარტნიორებიც, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, მეტწილად დაცულნი არიან პაპილომა ვირუსის ზემოქმედებისგან.
ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული მეტა-ანალიზი აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ ათობით სამეცნიერო კვლევას უყრის თავს და ჯამში 66 მილიონი ქალისა და მამაკაცის კლინიკურ შემთხვევებს აერთიანებს. მათი საშუალო ასაკი 30 წელს დაბლაა და ისინი 14 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც პაპილომა ვირუსის შემთხვევების აღწერა 2007 წლიდან მიმდინარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინაციის წყალობით საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულიად აღმოფხვრა შესაძლებელია.
ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა უკვე დიდი ხანია წამყვან პოზიციაზე აღარ არის. აღნიშნულის მიზეზი პაპ-ტესტების, ბიოფსიის ტექნიკისა და ქირურგიული მიდგომის დახვეწაა. თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ გენიტალური მეჭეჭებისგან თავის არიდების ძირითადი მოტივაცია არამარტო შესაძლო კიბოს რისკი, არამედ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების სოციალური სტიგმაც გახლავთ.
განსხვავებული მაჩვენებლებია ეკონომიკურად უფრო ღარიბ ქვეყნებში, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია- აღნიშნული დიაგნოზით ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ქალი კვდება.
საქართველოში 2015-2016 წლებთან შედარებით, 2017 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება აღინიშნა. იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით 2017 წლიდან საქართველოში დაიწყო საშვილოსნოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2008-2009 წელს დაბადებული გოგონებისათვის.
ვაქცინაცია ასევე შეამცირებს ორალური სექსის შედეგად, HPV-თ გამოწვეულ პირის ღრუსა და ყელის კიბოს შემთხვევებს. აღნიშნული ავთვისებიანი სიმსივნის მაჩვენებლები ძალზე მაღალია მამაკაცებში: 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით აშშ-ში პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შემთხვევებმა მამაკაცებში რაოდენობრივად გადააჭარბა იგივე ვირუსით გამოწვეულ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს.
მეტა-ანალიზის მიხედვით, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციას 5 წელზე მეტია იყენებენ თინეიჯერ გოგონებში პაპილომა ვირუსის გავრცელება 83%-ით შემცირდა, ხოლო 20-24 წლის ქალებში 66%-ით. ანალური და გენიტალური მეჭეჭების მაჩვენებლები თინეიჯერებში 67%-ით შემცირდა, 20-24 წლის ქალებში- 54%-ით, 25-29 წლის ქალებში კი 31%-ით. თინეიჯერ ბიჭებში აღნიშნული დაავადები მაჩვენებელი განახევრდა, ხოლო ახალგაზრდა კაცებში- მესამედით შემცირდა.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კიბოს წინარე დაზიანებები 51%-ით შემცირდა სკრინინგ-გავლილ თინეიჯერ გოგონებში, ხოლო 24 წლამდე ქალებში- 31%-ით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით 9-დან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგონა უნდა აიცრას პაპილომა ვირუსზე.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აღნიშნული აცრების შესახებ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებენ, თუმცა ყველანაირი სამეცნიერო ფაქტი მათ წინააღმდეგ მეტყველებს. პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი აცრა კეთდება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები