BBC News-ის ცნობით ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდული ელექტრომობილების ყველა ახალი მოდელი აღჭურვილი უნდა იყოს სისტემით, რომელიც მანქანისთვის ხელოვნურ ხმას გამოსცემს. ავტომობილის აკუსტიკური საგანგაშო სისტემა (AVAS) ახალი მოდელების ჰიბრიდული და ელექტო ავტომობილებისთვის სავალდებულო გახდება. 2021 წლამდე კი ყველა არსებული ავტომობილი ეტაპობრივად უნდა აღიჭურვოს. რეგულაციის მიხედვით, სავალდებულოა, რომ 20კმ/სთ სიჩქარით და უკუსვლით მოძრაობისას ავტომობილებმა სპეციფიური ხმა გამოსცენ.

შიდა წვის ძრავის არქონის გამო, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები გაცილებით ჩუმია, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები. შესაბამისად ასეთი მანქანის მოახლოებას სიჩუმის გამო ქვეითები ვერ იგებენ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კი უსინათლოები და ცუდი მხედველობის ადამიანები არიან. ბრიტანეთის პარლამენტმა 2017 წლის ნოემბერში წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 40%-ით მეტია ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წილი იმ ავტოსაგზაო შემთხვევებში, რომლებშიც ქვეითები დაშავებულან.

სხვადასხვა მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, თვითონ შეარჩიონ, თუ როგორი ხმა ექნება მათი ავტომობილების აკუსტიკურ საგანგაშო სისტემას (AVAS). თუმცა ხმა ჩვეულებრივი ავტომობილის ძრავის ხმას უნდა ჰგავდეს. ასევე სავალდებულოა ხმის და ავტომობილის სიჩქარის სინქრონიზაცია, რადგან ქვეითებმა შეძლონ იმის, თუ როგორი ტიპის სვლით მოდის ავტომობილი.

ასეთი რეგულაციები მხოლოდ ევროპაში არ შეგვხვდება. 2020 წლის სექტემბრისთვის ამერიკაში არსებული ასევე ყველა ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილის ხელოვნური ხმით აღჭურვა იქნება აუცილებელი.