პარიზის ავტო-შოუ და ავტომწარმოებელთა ფუტურისტული ომები
წინა კვირას პარიზის ცენტრი მანქანებისგან მთლიანად დაიცალა და ქუჩები ველოსიპედებმა და ქვეითებმა დაიკავეს. უკვე რამდენიმე წელია პარიზის ქუჩები მანქანებისგან ერთსა და იმავე დღეს ცარიელდება და ამას სოციალური კამპანიის სახე აქვს. პარიზელები ცდილობენ, თავიანთი დედაქალაქი ერთი დღით მაინც გახადონ უფრო სუფთა და წყნარი.
ამის პარალელურად კი გასულ ვიკენდზე პარიზი მსოფლიო ავტომოყვარულების მექად გადაიქცა - ამის მიზეზი პარიზის ავტოშოუ გახდა უამრავი სიურპრიზით, ტექნოლოგიური სიახლეებითა და უახლეს მოდელებთან მოპოზიორე ლამაზი გოგონებით.
წლევანდელი შოუ წინა ივენთებისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ თუ ადრე აქცენტი საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე კეთდებოდა, წელს ყურადღების ცენტრში ჰიბრიდები და ელექტრომობილები მოექცნენ.
“არავინ იცის, როდის დადგება გარდამტეხი მომენტი ავტომობილების წარმოებაში, ამიტომ მთელი ინდუსტრია ნელ-ნელა ემზადება ამისთვის”, განაცხადა მერსედესის ალტერნატიული ენერგომატარებლების პროდუქტ-მენეჯერმა, მატიას იენსმა.
თვითონ ღონისძიება მეტნაკლებად სტანდარტული იყო: სუპერ-მანქანები ნელა ტრიალებდნენ პლატფორმებზე, კოქტეილის კაბებში გამოწყობილი გოგონები მორიდებულად იღიმებოდნენ ავტომობილების გვერდით პოზირებისას (რაც, ძალიან სექსისტურია, მთარგმნელის აზრით), განსაკუთრებულ სტუმრებს ოფიციანტები დასდევდნენ სასმელით და ა.შ.
ემისიის სკანდალის შემდეგ, ფოლკსვაგენი ყველანაირად ცდილობს სახელის გამოსწორებას და ამისათვის თავისი მთლიანად ელექტრონული კონცეპტ-ავტომობილი, I.D. წარმოადგინა, რომელიც, მათი აზრით, ცნობილი ხოჭოს სამართალმემკვიდრე უნდა გახდეს.
მერსედესმა დამსწრე აუდიტორიას თავისი ასევე ელექტრონული კონცეპტი - Generation EQ SUV უჩვენა, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 500 კმ-ს დაფარვა შეუძლია, რაც მთელი 100 კმ-ით მეტია ფრანგი მწარმოებლის, Renault-ის მიერ გამოფენილ Zoe EV-ზე (რომელიც, ასევე, ელ-მობილია).
“ეს ჩვენთვის გარდამტეხი მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავდით და გვიხარია როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი კოლეგებიც მსგავს გრძელვადიან სტრატეგიას მიყვებიან” - განაცხადა Renault-ის პრეს-სპიკერმა, Céline Farissier-მა
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარიზს და სხვა ქალაქებსაც ბევრად სუფთა და გამონაბოლქვით ნაკლებად დაბინძურებული მომავალი აქვს. Porte de Versailles-ში შეკრებილი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ამისთვის ისინიც მზად არიან.
“დარწმუნებული ვარ, რომ ელექტრო მანქანები მომავლის ერთადერთი ალტერნატივაა. ახლა მთავარი კითხვა ისღა დარჩა, თუ როდის დადგება ეს მომენტი” - განაცხადა მატიას იენსმა.
Mercedes-Benz GQ კონცეპტი
ახალი Land Rover Discovery
Mercedes-Benz GLC 350 ჰიბრიდი
Mercedes-Maybach 6
VW IQ ელექტრომობილი
VW Budd მიკროავტობუსის კონცეპტი
BMW i3 კონცეპტი
ახალი პრიუსი
Toyota FCV Plus
საწვავზე მომუშავე ავტომობილები უკვე ძალიან დიდი ხანია მსოფლიო ბაზრის მონოპოლისტები არიან, თუმცა ყველა ცნობილი კომპანია ცდილობს, თავისი რესურსები ელ-მობილებისა და ჰიბრიდების შექმნას მოახმაროს.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები