პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლის სკამიც რუსმა დეპუტატმა დაიკავა, ამბობს, რომ ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება. ასე უპასუხა კობახიძემ გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ მივლინების დროს ვერ განაცხადებდა, ქვეყანაში კი უახლეს დღეებში დაბრუნდა. მან განმარტა, რომ რუსი დეპუტატის მხრიდან ფოტოს გადაღებაც იყო პროვოკაციული ნაბიჯი.

20 ივნისს რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. იმავე საღამოს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. აქცია პოლიციამ ძალის გადამეტებით დაშალა. მეორე დღეს კი თანამდებობიდან გადადგა ირაკლი კობახიძე. 21 ივნისიდან მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.