თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, მუხიანის I მიკრო რაიონში ბრალდებულმა ელექტროშოკის გამოყენებით ქალი უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ იანვარს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) წარუდგინა.