საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში კონსენსუსი მიღწეულია და ცვლილებას 100 დეპუტატი მხარს უჭერს.

"საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას თავისი პროცედურა აქვს, ჯერ უნდა შეიქმნა საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია და ვვარაუდობთ, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო და პლენარულ ფორმატში განხილვა სექტემბერში დაიწყება. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე დამტკიცდება. გუნდში კონსენსუსი მიღწევა რთული იყო, თუმცა პრინციპული შეთანმხება მიღწეულია", — განმარტა კობახიძემ.

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ინიციატივა პროპორციული არჩევნები — 2020-ის პრეზენტაცია გამართა. პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან.

პრეზენტაციას უძღვებიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნების პოლიტიკური და გენერალური მდივნები, ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე.

პრეზენტაციას არ ესწრებიან ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. თუმცა არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა.