ხუთშაბათს Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოზბორნი და მისი მეუღლე, შერონ ოზბორნი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ოზის ერთ-ერთი ჰიტი უნებართვოდ გამოიყენა.

ტვიტერზე დადებულ პოსტში დონალდ ტრამპი დემოკრატების დებატებს დასცინის. ვიდეოში ვხედავთ, რომ ტელეარხ MSNBC-ის ტექნიკური პრობლემა აქვს, შემდეგ ეკრანი შავდება და ოზის სიმღერა Crazy Train ისმის, ამ ყველაფრის შემდეგ კი ეკრანზე პრეზიდენტი ტრამპის სილუეტი ჩნდება, რომელიც სცენაზე გამოდის.

ამ ყველაფერზე საპასუხოდ კი შერონ ოზბორნმა მისი და მისი მეუღლის პოზიცია ინსტაგრამზე დააფიქსირა:

"დღევანდელ დილას ოზი ოზბორნის სიმღერის Crazy Train-ის არაავტორიზებული გამოყენების გამო, მივმართავთ ტრამპის კამპანიას (და ასევე სხვებსაც), რომ აკრძალული აქვთ ოზი ოზბორნის მუსიკის პოლიტიკურ რეკლამებსა და პოლიტიკურ კამპანიებში გამოყენება. არ შეიძლება ოზის მუსიკის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. სხვა დროისთვის კი ბატონი ტრამპისთვის რჩევა მაქვს - თავის მეგობარ მუსიკოსებს მიმართოს, რომლებიც თავიანთი მუსიკის გამოყენების ნებას მისცემენ, მაგალითად: Kanye West - Gold Digger, Kid Rock - I Am the Bullgod, Ted Nugent - Stranglehold."

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევები, როდესაც როლინგ სტოუნზის და აეროსმიტის მუსიკას პოლიტიკურ კამპანიებში უნებართვოდ იყენებდა.