შერატონთან, სადაც აქტივისტებმა ქართულ ოცნებას "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს ლიეტუვის დელეგაციის წარმომადგენლები მივიდნენ. აქცია #სირცხვილიას მონაწილეები მათ ტაშით შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

შერატონში ქართული ოცნება პროპორციული არჩევნების სისტემის განსახილველად პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლებიც.

2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით ქართულმა ოცნებამ დააკმაყოფილა აქცია #სირცხვილიას ერთ-ერთი მოთხოვნა. ამ ეტაპზე შეუსრულებელი აქციის ერთი მოთხოვნა — გიორგი გახარიას გადაყენება რჩება. სწორედ ამ მოთხოვნას და აქციაზე დასწრების სურვილს აჟღერებენ შერატონთან შეკრებილები.