დისნეი მორიგი ანიმაციის გაცოცხლებას გეგმავს, რომელმაც თავის დროზე უამრავი ადამიანის გული მოიგო. პატარა ქალთევზა — არიელი ეკრანებზე ახლა უკვე ფილმის სახით დაბრუნდება.

ფილმის მთავარი ანტიგმირის - ზღვის ჯადოქრის ურსულას როლზე დისნეის მელისა მაკარტისთან აქვს მოლაპარაკება.

დისნეი ლაივ-ექშენ ფილმის გადასაღებად ემზადება, რომლის ამბავსაც ხალხი ძალიან კარგად იცნობს და უყვარს, შესაბამისად ფილმის პროდიუსერების გუნდი მსახიობებს ძალიან ფრთხილად არჩევს. არჩევანი თანამედროვე უნდა იყოს, თუმცა მაყურებელი პერსონაჟებთან არ უნდა გაუცხოვდეს.

ფილმში გამოყენებული იქნება 1989 წელს გამოსული ანიმაციის ორიგინალი სიმღერები, რეჟისორი კი რობ მარშალი იქნება.