პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ვაკეში, რიგის ქუჩაზე მდებარე ყოფილ ბავშვთა პოლიკლინიკის ეზოში, გამხმარი ხეების თემაზე ფეისბუკზე წერს.

მისი თქმით, ხეები სპეციალურად ჰერბიციდითაა გამხმარი:

"აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩას შორის არის ეზო, რიგის ქუჩიდან რომ შევიდეთ, სადაც არის ყოფილი საბავშვო პოლიკნილიკა, სადაც ფიჭვის 7 უზარმაზარი ხე სპეციალურადაა გამხმარი".

ნატა ფერაძე განმარტავს, რომ ხეების გახმობის მიზეზი მათზე ცერად გაკეთებული ნახვრეტია, რაც ცნობილი მეთოდია და ეს სპეციალისტებმაც დაადასტურეს:

"ნახვრეტის გაკეთების შემდეგ იქ შეჰყავთ ჰერბიციდი, რომელიც ადის კენწეროში და ხე ხმება, მას აღარაფერი უშველის".

ნატა ფერაძის თქმით, 1 წელია მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისი შედეგები ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

პარტიზანი მებაღეების წარმომადგენლის თქმით, მას ვიდეოს გადაღების დროს დაურეკა ადგილის მესაკუთრემ და კერძო ტერიტორიაზე მისი შესვლა გააპროტესტა.