ნინო ქათამაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მხარდაჭერის გამოსახატად მივიდა
"დიდი მადლობა, რომ აღვიძებთ ადამიანებში მართალს, ნამდვილს და არ გეშლებათ სიმართლე და ღალატი,", — ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა ნინო ქათამაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ის მხარდასაჭერად აქციაზე მივიდა და თქვა, რომ, როცა საჭირო იქნება, იქ იდგება აქციის მონაწილეებთან ერთად.
"მე შემიძლია მილიარდი ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ მინდა, რომ ბევრი ადამიანი მოიყვანოთ, რომ თქვენი ფასეულობები აღიაროს. იმისთვის, რომ თქვენ დაანახოთ, რომ მართლები ხართ. არც ერთი დღე 30 წლის მანძილზე არ ყოფილა რუსეთიდან კეთილი ნაბიჯი და მიხვდი, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ ემოციური ბმა და თქვენ 100-პროცენტიანი მართლები ხართ, თქვენ ხართ ნამდვილები, არანაირი დიდებისთვის ან გმირობისთვის არ გამიკეთებია არანაირი ნაბიჯი. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც უნდა დამენახა ან ჩემი სამშობლო ან ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა. ჩემი გული, ჩემი ოჯახის გული ვერ გაუძლებს ამ ქვეყნის უსიყვარულოდ ცხოვრებას და როცა იქნება, საჭირო იმ დროს ვიქნები იქ, სადა თქვენ იქნებით", — მიმართა ნინო ქათამაძემ აქციის მონაწილეებს.
აქციაზე მისვლამდე ნინო ქათამაძემ ფეისბუქზე ბოდიში მოიხადა 22-23 ივნისს რუსეთში სიმღერის გამო და თქვა, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებს.
ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა.
მასობრივი ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე, 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენებს აუკრძალავენ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდება. მანამდე, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.
თბილისში რამდენიმე დღეა ანტიოკუპაციური მიტინგები მიმდინარეობს. პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების, მათ შორის კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. საპროტესტო ტალღის გამო ასამბლეა ჩაიშალა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები