1993 წელს, კინოეკრანებზე, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ყველასათვის საყვარელი, ფილმი მისის დაუთფაიერი გამოვიდა, რომელიც კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერი გახდა და $400 მილიონზე მეტი დააგროვა. ფილმში მთავარ როლებს სალი ფილდი და რობინ უილიამსი ასრულებენ.

ყველას გვემახსოვრება სან ფრანცისკოს ულამაზესი ხედები და, რა თქმა უნდა, ბინაც, სადაც ფილმის სიუჟეტი ვითარდება.

ამჟამინდელმა მფლობელმა დუგლას ოშტერჰატმა სახლი 1997 წელს $1,395 მილიონად შეიძინა და ახლა მის გაყიდვას ფაქტობრივად სამმაგ ფასში $4,5 მილიონად აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მისის დაუთფაიერის გადაღებებიდან 23 წელი გავიდა, მისმა მფლობელმა ყველაფერი ხელუხლებელი დატოვა და ის ზუსტი ანალოგია იმისა, რასაც ფილმში ვხედავთ.

ფოტო: 20 century fox

სან ფრანცისკოს ბინა ბოლს ყურადღების ცენტრში 2014 წელს, მსახიობ რობინ უილიამსის გარდაცვალების შემდეგ მოექცა.

ფოტო: abc news

ფოტო: abc news

ათასობით დამწუხრებულ ადამიანს სწორედ ამ სახლის წინ მიჰქონდა ყვავილები და პატივს მიაგებდნენ მსახიობის ხსოვნას.