აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.

სიმბოლური ხელის ჩამორთმევის შემდეგ დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში ფეხი დადგა.

კრიტიკოსებმა ეს შეხვედრა მდარე პოლიტიკურ სპექტაკლად შეაფასეს, თუმცა სხვებმა თქვეს, რომ ეს შეიძლება იქცეს სამომავლო მოლაპარაკებების მთავარ სცენად.

ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ბოლო შეხვედრა დენუკლერიზაციის შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

რა მოხდა სადემარკაციო ზონაში

ლიდერები, მესამედ შეხვედრისას ერთმანეთს მიესალმნენ და ხელი ჩამოართვეს. შეხვედრის ადგილი დელიმიტრაზაციის ზონაა, რომელიც ნახევარკუნძულს 1953 წლის კორეის ომის შემდეგ ორ ნაწილად ყოფს.

ფოტო: Reuters

შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრის სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. სადემარკაციო ზონაში ტრამპმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობების სიმბოლოა.

ფოტო: AFP/Getty Images

ფოტო: AFP

"ეს დიდი პატივი და პროგრესია, რომელსაც მივაღწიეთ. ეს არის ფაქტობრივად, დიდებული მეგობრობა. ეს დიდებული დღეა მსოფლიოსთვის", — უთხრა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.

კიმ ჩენ ინმა უპასუხა: მე მჯერა, რომ ეს არის მზადყოფნა, აღმოიფხვრას სამწუხარო წარსული და დაიწყოს ახალი მომავალი".

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯეი ინჯ ორ ლიდერს მათი ხელის ჩამორთმევის შემდეგ შეუერთდა.

ფოტო: AFP/Getty Images

ამის შემდეგ კიმ ჩენ ინმა გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი სამხრეთ კორეისკენ და დონალ ტრამპთან ერთად პრესასთან განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ ეს შეხვედრა არის სიმბოლო შესანიშნავი ურთიერთობის დონალდ ტრამპსა და მას შორის.

ტრამპის თქმით, ეს იყო "ნამდვილად ისტორიული" მომენტი და ის იყო "ამაყი, რომ ხაზის მიღმა ნაბიჯი გადადგა".

ფოტო: EPACopyright

ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დროს დემილიტარიზებულ ზონაში ასევე იმყოფებოდნენ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯეი ინჯთან ერთად დაათვალიერა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სამეთვალყურეო საგუშაგო.

ტრამპი ასევე შეხვდა სამხრეთ კორეელ და ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონაში მსახურობენ. „ჩვენ თქვენთან ვართ უკანასკნელ წამამდე“, – განაცხადა ტრამპმა.

ფოტო: EPA

კორეის დემილიტარიზებული ზონა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. მდინარეებზე ილუცზიანსა და ტუმენზე გადის საზღვარი ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.