დღეს, 30 სექტემბერს, რომის პაპის ფრანცისკეს თბილისში ვიზიტი 15:00 საათიდან დაიწყება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დახვდება.

დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი,საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

პაპი ასევე შეხვედრებს გამართავს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, რომის პაპი 10:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.